პროექტის თემა:
„ჩემი სოფელი „ამაღლება .“
პროექტის მთავარი
იდეა - სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა უკეთესად
შეიცნობს სოფლის ისტორიულ მნიშვნელობას.
პროექტის აქტუალობა
- მოსწავლეებმა არჩევანი შეაჩერეს საკუთარი სოფლის წარმოშობა - განვითარების თემაზე.
- პროექტის მონაწილეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდათ საკუთარი სოფლისადმი.
მოსწავლეთა ასაკი:
13 წელი.
ვადების ხანგრძლივობა:
1 კვირა.
პროექტის შედეგები:
მოსწავლეების მიერ სოფელ ამაღლებაზე არსებული მასალების, ლიტერატურის
მოძიება.
- სხვადასხვა უბნების სახელთა წარმომავლობისა და მდებარეობის კვლევა.
- გურული დიალექტის ლექსიკონის შედგენა, გურული იუმორის მოძიება - შეკრება.
- პროექტის მონაწილეებს უფრო მეტი ინტერესი და პასუხისმგებლობა გაუჩნდათ საკუთარი სოფლისადმი.
- შესაბამისი ლიტერატურის, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
საზოგადოდ, თანამედროვე მოსწავლეები ტექნიკური პროგრესის ფონზე,ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანს
ტოვებენ ყურადღების მიღმა: შესაძლოა ძალიან კარგად გიპასუხონ მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის
გეოგრაფიულ მდებარეობაზე და იქაურ საზოგადოებრივ
ცხოვრებაზე, ვიდრე საკუთარი სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას,
ისტორიულ წარმომავლობაზე
და კულტურულ ფასეულობებზე.
მოსწავლეების მიერ მასალების მოძიებამ, სოფლის სხვადასხვა
უბნების სახელთა წარმომავლობის კვლევა-ძიებამ; სოფლის უხუცეს წარმომადგენლებთან შეხვედრებმა
და საუბრებმა, სოფლის რუკის ერთობლივად შედგენამ, გურული დიალექტის ლექსიკონის შედგენამ.
უამრავმა ინდივიდუალურმა
თუ გუნდურმა აქტივობამ ბავშვებს გამოუმუშავა საკითხისადმი სწორი მიდგომის მართებული
დაგეგმვისა და განხორციელების, წამოჭრილი პრობლემების დანახვისა და გადაჭრის უნარების
განვითარება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან
კავშირი.
ქართული
- მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ კითხვის, წერის, მოსმენის და საუბრის უნარი.
- შეისწავლიან ისტორიულ კვლევას, ისწავლიან ისტორიული მოვლენების აღწერას.
- ფოტო და ვიდეო გადაღებებით შეძლებენ ფოტო ხელოვნების უნარის გამომუშავებას.
- ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და ისწავლიან პროექტებზე მუშაობას.
პროექტის ხელმძღვანელი:
თამილა კიკვაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
tamilakikvadze@gmail.com
No comments:
Post a Comment